20 ოქტომბერს ალდაგი ბისიაის ჩემი ოჯახის კლინიკების ქსელს კიდევ ერთი ფილიალი შეემატა. ახალი კლინიკა ჭავჭავაძის 33ა-ში გაიხსნა. კლინიკა მაღალკვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული და აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიით. კლინიკაში დასაქმებული 35 ექიმ-სპეციალისტი ყოველთვიურად 6000 პაციენტს მოემსახურება.