
ახალ სატელევიზიო სეზონზე სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი გადაცემა „ბინის" ოფიციალური მზღვეველი ხდება. ალდაგი ბისიაი პროექტში მონაწილე ყველა ბინას, ავეჯსა და ტექნიკას ერთი წლის ვადით დააზღვევს. გადაცემა „ბინა" "რუსთავი 2"-ის ეთერში 2007 წლიდან ყოველ შაბათ-კვირას, დილით, 10:45 წუთზე გადის. გადაცემაში მონაწილე ოჯახის წევრებისთვის ბოლომდე საიდუმლოდ რჩება წამყვანი დიზაინერების ჩანაფიქრი და ისინი რეკორდულად მცირე დროში ზღაპრული შედეგის მომსწრენი ხდებიან ... და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უფასოდ კეთდება და ზღაპრული შედეგიც დაზღვეულია.
15.09.2008:
|