ალდაგი ბისიაი კვლავ ელიტარული კლუბის ოფიციალური მზღვეველია
21 სექტემბერს დაიწყო ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?" შემოდგომის სეზონი. ალდაგი ბისიაი კვლავ ელიტარული კლუბის ოფიციალური მზღვეველია. პირველი შესარჩევი თამაში საკმაოდ დაძაბულად და საინეტერესოდ წარიმართა. მაყურებლების წინააღმდეგ თამაშობდა დავით აბულაძის ექვსეული. მოაზროვნეებმა ანგარიშით 6:4 გაიმარჯვეს. გაუთამაშებელი დარჩა 2 შეკითხვა, თბილისიდან და ამბროლაურიდან. გაუთამაშებელი შეკითხვების ავტორებს ალდაგი ბისიაიმ 300 ლარის ოდენობით კომპენსაცია გადასცა.